მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის ომის დარეგულირების მიზნით, ჩინეთი აგზავნის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში
მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის ომის დარეგულირების მიზნით, ჩინეთი აგზავნის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ხუეი უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. კერძოდ, ლი ხუეი, რუსეთისა და უკრაინის გარდა, ჩავა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და პოლონეთში.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი რუსეთ-უკრაინას შორის ომის დარეგულირებაა. ვიზიტი 2 მარტს დაიწყება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში არასდროს გვითქვამს უარი კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევის ჩადებაში და არასდროს შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო იინმა.