მედიის ცნობით, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მოქალაქეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ფინეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება
მედიის ცნობით, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მოქალაქეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ფინეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ავტომობილების და იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, საგრძნობლად გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, ფინეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანთი კაიკოვენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საზღვარზე არსებულ სიტუაციას.

ევროკავშირში ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს. მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას აპირებს.

ამასთან, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორაცია, რომ რუსეთს მასობრივად ტოვებენ მამაკაცები. გამოცემა „ნორდიკ ნიუსმა“ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ფოტომასალა გაავრცელა, სადაც საავტომობილის რიგია ასახული.