მედიის ცნობით, როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია არასრულწლოვანი
მედიის ცნობით, როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია არასრულწლოვანი

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 14 წლის ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როტერდამში საცხოვრებელ ბინაში სროლის დროს დაიღუპა 39 წლის ქალი, ხოლო მისი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა.

მეორე მსხვერპლი 46 წლის მასწავლებელი იყო, რომელიც როტერდამის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სროლის დროს დაიღუპა.

თავდამსხმელის, 32 წლის მამაკაცის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როტერდამის პოლიციამ დაადგინა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწავლო კურსს გადიოდა.

დაკავებისას თავდამსხმელს ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ამიტომ სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

პოლიცია ასევე იძიებს, თუ როგორ გაჩნდა ხანძარი საავადმყოფოსა და სახლში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 32 წლის დაკავებულმა შენობებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა.