მედიის ცნობით, რობერტ ფიცომ ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიას ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
მედიის ცნობით, რობერტ ფიცომ ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიას ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიას „პროგრესული სლოვაკეთი“ (PS) ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პარტიების მიერ ჩატარებულმა არაოფიციალურმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ ხმების 28 პროცენტი მიიღო, ხოლო რობერტ ფიცოს პარტია SMER-მა კი – 25 პროცენტი. თუმცა SMER-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სლოვაკეთის ხმების უმრავლესობა ნაციონალისტურ და კონსერვატიულ ძალებს გადაეცა, რამაც „მკაფიო სიგნალი“ გაუგზავნა ბრიუსელს.

ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ სლოვაკეთის 15 ადგილიდან ექვსი მიიღო, ხოლო SMER-მა ​- ხუთი.