მედიის ცნობით, „რესპუბლიკელების“ კონგრესის უმრავლესობაში მოსვლამდე, „დემოკრატებს“ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა სურთ
მედიის ცნობით, „რესპუბლიკელების“ კონგრესის უმრავლესობაში მოსვლამდე, „დემოკრატებს“ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა სურთ

სკეპტიკოსი „რესპუბლიკელები“ კონგრესის უმრავლესობაში მოსვლისთვის ემზადებიან. მანამდე „დემოკრატებს“ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისიავრცელებს.

ენბისის“ ცნობით, ეს თანხა საკმარისი იქნება, რათა უკრაინამ წლის ბოლომდე გაძლოს.

„დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მიღებას განიხილავენ, რათა უზრუნველყონ სამხედრო და სხვა სახის დახმარება.

„რესპუბლიკელებს“ შორის უთანხმოებაა იმაზე, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება. მედიის ცნობით, „ტრადიციული რესპუბლიკელები“ ​​მიიჩნევენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ხოლო ისინი, ვინც დონალდ ტრამპის მოკავშირეებად მიიჩნევიან, ფიქრობენ, რომ ეს თანხები აშშ-ის ეკონომიკის მხარდასაჭერად უნდა იყოს მიმართული.