მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პედრო სანჩესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას მშვიდობის მიღწევა არ სურს
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პედრო სანჩესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას მშვიდობის მიღწევა არ სურს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თურქული მხარის ინფორმაციით, საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას მშვიდობის მიღწევა არ სურს. ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეწყვიტოს სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.

თურქეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ანკარა განაგრძობს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები ღაზაში, ასევე იმისთვის, რომ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება უწყვეტად მიეწოდოთ.