მედიის ცნობით, ქალაქ ოდინცოვოში, სადაც რუსეთის ხელისუფლება უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდა, საწყობში ხანძარი გაჩნდა
მედიის ცნობით, ქალაქ ოდინცოვოში, სადაც რუსეთის ხელისუფლება უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდა, საწყობში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის რეგიონის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვს არ უახლოვდებოდნენ, ერთი მათგანი – ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი – კალუგის რეგიონში.