მედიის ცნობით, პრაღაში ათასობით რუსმა უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა
„როიტერის“ ინფორმაციით, პრაღაში ათასობით რუსმა საპროტესტო მარშში მიიღო მონაწილეობა. მათ ხელში ეჭირათ ლურჯი და თეთრი ფერის დროშა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მოწინააღმდეგეთა სიმბოლოდ იქცა.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით „არა ომს“, „პუტინი მკვლელია“.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აქციაში, რომელის მონაწილეებმაც პრაღაში მარშით ჩაიარეს, 3 000 ადამიანი მონაწილეობდა.