მედიის ცნობით, პორტუგალია ესპანეთის საზღვარზე შეზღუდვებს 15 აპრილამდე ახანგრძლივებს

21:49, 04.04.2021

პორტუგალია ესპანეთის საზღვარზე შეზღუდვებს 15 აპრილამდე ახანგრძლივებს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ორივე ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვარზე შეზღუდვები 28 იანვარს დააწესა.

პორტუგალიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 780 322 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 16 879 ადამიანი.

მსგავსი