მედიის ცნობით, პარიზში პალესტინის მხარდასაჭერ აქციას 15 000-მდე ადამიანი შეუერთდა
პარიზში პალესტინის მხარდასაჭერ აქციას 15 000-მდე ადამიანი შეუერთდა, – ინფორმაციას მედია პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები. ისინი გამოხატავდნენ სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს „ისრაელო, წადი, პალესტინა შენი არ არის“.