მედიის ცნობით, პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა
მედიის ცნობით, პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მოზარდის ბებია ამბობს, რომ მეამბოხეები 17 წლის ნაჰელის სიკვდილს იყენებდნენ, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

„მე ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. ნაჰელი მოკვდა, ჩემი ქალიშვილი დაკარგულია, სიცოცხლე აღარ უნდა“, – განაცხადა მოკლული მოზარდის ბებიამ.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.