მედიის ცნობით, პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს საფრანგეთის ექიმთა ეროვნული საბჭო ეწინააღმდეგება
მედიის ცნობით, პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს საფრანგეთის ექიმთა ეროვნული საბჭო ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთმა უნდა გააუმჯობესოს პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობა და მთავრობა ზაფხულის ბოლოს აპირებს, მიიღოს შესაბამისი კანონპროექტი, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, კანონპროექტი ეფუძნება შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 184 მოქალაქის გადაწყვეტილებას, რომლებიც ამ საკითხს დეკემბრის შემდეგ განიხილავდნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ მოქალაქეების 76%-მა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ევთანაზიას მათთვის, ვისაც ეს სურს. მედიის ცნობით, საფრანგეთის ექიმთა ეროვნული საბჭო მაკრონის ინიციატივას ეწინააღმდეგება.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ევთანაზია დაშვებულია. ზოგიერთ ქვეყანაში დაშვებულია პასიური ევთანაზია, რა დროსაც, პაციენტის მოთხოვნით, ზოგიერთი სამედიცინო მკურნალობა ჩერდება, რაც ადამიანის სიკვდილს იწვევს. ევთანაზია დაშვებულია ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში.