მედიის ცნობით, პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 20 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა

10:58, 15.10.2026

პაკისტანის ქალაქ პეშავარის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 20 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა.

დაშავებულია კიდევ 30-ზე მეტი ცამეტ წლამდე მოზარდი.

ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოითხოვა.

მსგავსი