მედიის ცნობით, ოკუპირებულ გაგრაში, ძნელად მისადგომ ადგილებში მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება უჭირთ
მედიის ცნობით, ოკუპირებულ გაგრაში, ძნელად მისადგომ ადგილებში მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება უჭირთ

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი დავით გბანგბა აცხადებს, რომ გაგრაში ადგილობრივ მეხანძრეებს შეუძლიათ საცხოვრებელი სექტორის უსაფრთხოების უზრუნვეყოფა, თუმცა არ შეუძლიათ ცეცხლის ჩაქრობა ტყეებში, რთულად მისადგომ ადგილებში. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი ტექნიკა არ გააჩნიათ. ბგანბას განცხადებას აფხაზური მედია ავრცელებს.

ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. დავით ბგანბას განცხადებით, ძველ გაგრაში ცეცხლი სანატორიუმ „მოსკოვის“ ტერიტორიასა და საცხოვრებელ სახლს უახლოვდება.

მისი თქმით, აღნიშნულ რაიონში მობილიზებულია ტექნიკა და მეხანძრეები. ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ბზიფის მიდამოებში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.