მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს

15:26, 20.09.2022
8124963 24.02.2022 Колонна военной техники ВС РФ в Армянске. Константин Михальчевский / РИА Новости

8124963 24.02.2022 Колонна военной техники ВС РФ в Армянске. Константин Михальчевский / РИА Новости

რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ხერსონის ოლქში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პარალელურად, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ისახავს მიზნად“.  მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ვლადიმირ სალდო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიიღებს რეფერენდუმის შედეგებს.

სალდოს თქმით, რუსეთში დაბრუნება უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მის მოსახლეობას და გახდება ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი. მანამდე, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ადმინისტრაციების საზოგადოებრივი პალატები გამოვიდნენ.

მსგავსი