მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის სახლთან დღეს მისი შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს
მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის სახლთან დღეს მისი შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს

სომხეთში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სახლთან მისი შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახის კუთვნილი გაზეთი „ჰაიკაკან ჟამანაკი“ იტყობინება.

ინფორმაციის თანახმად, გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აშოტ ფაშინიანს აიძულეს მათ მანქანაში ჩაჯდომა. მან მოახერხა გაჩერებული მანქანიდან გადასვლა, რის შემდეგაც აშოტს დაეჯახა ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი. აშოტ ფაშინიანს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები, ხოლო ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები ადგილიდან მიიმალნენ.

ამასთან, როგორც ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, გატაცების მცდელობა არ ყოფილა, ორგანიზაციის წევრებმა აშოტ ფაშინიანი სასამართლო შენობიდან გამოსვლისას შენიშნეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

სომხური მედიის ცნობით, ორგანიზაცია „შვილების ძახილი“  სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლებმა შექმნეს, ხოლო 8 მაისს ორგანიზაციამ მთავრობის გადადგომის კამპანიის დაწყება გამოაცხადა.