მედიის ცნობით, მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოსულ მოქალაქეებს აკავებს
მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოსულ მოქალაქეებს აკავებს.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, სანქტ-პეტერბურგში დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც ხელში ეკავათ პლაკატები „არა ომს“.
„ბიბისის“ კორესპონდენტი ასევე წერს, რომ დაკავებულები არიან მოსკოვშიც. უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები პუშკინის მოედანზე გამოვიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის მანქანები.
მანამდე, მოსკოვის პროკურატურამ მოქალაქეები გააფრთხილა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის „ნეგატიური შედეგების“ შესახებ.
В Петербурге у Гостиного двора с 17 часов полиция задерживает людей с плакатами “Нет войне”, на данный момент задержали около 10 человек. pic.twitter.com/X4nzeEA7K1
— bbcrussian (@bbcrussian) February 24, 2022
Задержана женщина с плакатом «Нет войне с Украиной».
При мне задержали уже 4 человек pic.twitter.com/XNDiI959XT— голубева (@greenlightoff) February 24, 2022