მედიის ცნობით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდა დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო
მედიის ცნობით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდა დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო

მედიის ცნობით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდა დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩენილია მოსკოვის საიხლოვეს მდებარე ბოგოროდის ოლქის ტყის მასივში.

ამასთან, როგორც ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს, მანამდე უკრაინული დრონის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა.

რუსული სააგენტო „ბაზა“ ამტკიცებს, რომ უპილოტო საფრენს აპარატზე მიმაგრებული იყო 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება. ამავე სააგენტოს წყარო ამტკიცებს, დრონი 35 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა იპოვა.

რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით კი წერს, რომ დრონზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. მათივე მონაცემებით, საფრენი აპარატი ამერიკული წარმოების შიდაწვის ძრავითაა აღჭურვილი.

უკრაინის ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.