მედიის ცნობით, მომდევნო კვირიდან აზერბაიჯანში ჩინური ვაქცინით აცრების დაწყება იგეგმება
აზერბაიჯანის მთავრობამ, ისევე როგორც თურქეთმა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა შეიძინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა მომდევნო კვირიდან დაიწყება. შესაბამისი განცხადება მინისტრთა კაბინეტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ მამედოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანი თურქეთთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„აზერბაიჯანი და თურქეთი ერთსა და იმავე ვაქცინას ყიდულობენ. როგორც ყველა სხვა, ისე ამ საკითხშიც, აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატა“, – განაცხადა იბრაჰიმ მამედოვმა.