მედიის ცნობით, მოლდოვის თავდაცვის მინისტრი არ ეთანხმება მათი არმიის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას
მოლდოვის თავდაცვის მინისტრი ანატოლი ნოსატი არ ეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს პოზიციას არმიის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შსახებ NewsMaker წერს.
მედიის ცნობით, მოლდოვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის არმია მზად არის, შეასრულოს მოლდოვის დაცვის ამოცანა.
„მოლდოვის არმია ყოველთვის იყო და ახლაც მზადაა, შეასრულოს თავისი ქვეყნის დაცვის მთავარი ამოცანა. ჩვენ, როგორც სამხედროები და სამხედრო სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – თქვა ანატოლი ნოსატმა.
მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ აქცევდა საკმარის ყურადღებას თავდაცვის სექტორის განვითარებას და ახლა ქვეყანას არ გააჩნია საჭირო სამხედრო დაცვა.