მედიის ცნობით, მინსკის ცენტრში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს
მინსკის ცენტრში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. როგორც ინტერნეტპორტალი TUT.BY თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, კოლესნიკოვა დღეს დილით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მარია კოლესნიკოვა ამჟამად ტელეფონს არ პასუხობს. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არც ბელარუსის ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოში აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ის აქტიურად მონაწილეობდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში, რომელთა მონაწილეებიც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართავს ითხოვენ.