მედიის ცნობით, მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა დღეს 114 ადამიანი მოკლეს
მედიის ცნობით, მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა დღეს 114 ადამიანი მოკლეს

მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა დღეს 114 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს არის ყველაზე სისხლიანი დღე მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ქვეყანაზე კონტროლი აიღეს ხელში.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ იანგონში ტყვიებით აშშ-ის კულტურის ცენტრი დაიცხრილა, თუმცა არავინ დაშავებულა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მიანმარის უსაფრთხოების ძალები სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგეებს სახლებშიც კლავენ, მაგრამ მიუხედავდ ამისა, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება. აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიანმარში არსებული ძალადობა დაგმეს. აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებიათ.

პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც უსაფრთხოების ძალები სროლით პასუხობენ. არაოფიციალური მონაცემებით, მიანმარში დღემდე 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

დატოვე კომენტარი