მედიის ცნობით, მაშველები ტაილანდის მღვიმიდან დღეს კიდევ ოთხ მოზარდს გამოიყვანენ
Bangkok Post-ის ცნობით, მაშველები ტაილანდის მღვიმიდან დღეს კიდევ ოთხ მოზარდს გამოიყვანენ. დანარჩენ 5 ბავშვს და მწვრთნელს კი მღვიმეში კიდევ ერთი დღის გატარება მოუწევთ.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, მყვინთავები უკვე ჩავიდნენ გამოქვაბულში და ბიჭების ადგილსამყოფელისკენ დაიძრნენ. როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ბავშვების გამოყვანას დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. მათვე ცნობით, მღვიმეში წყლის დონე კვლავ დაბალია, რაც სამაშველო ოპერაციას აიოლებს.
პარალელურად საგანგებო შტაბში განაცხადეს, რომ გადარჩენილი ბიჭები მომჯობინდნენ, თუმცა ისინი კვლავ კარანტინში რჩებიან, რადგან მათი უმრავლესობა დასუსტებულია და ინფექციის რისკი მაღალია. თუმცა, როგორც ხელისუფლება აცხადებს მთავრობა ვარაუდობს, რომ მშობლებს და ახლობლებს ბიჭების ნახვის საშუალებას შორიდან მისცემს. განიხილება ისეთი შეხვედრა, როდესაც ბიჭები შუშის მიღმა იქნებიან.
შეგახსენებთ, ტაილანდელი ბავშვების გამოყვანის ოპერიაცია გუშინ დილით დაიწყო და დღეს გაგრძელდა.