მედიის ცნობით, მაისში რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის მიზნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას გეგმავს
მედიის ცნობით, მაისში რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის მიზნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას გეგმავს

არსებული ცნობით, მიმდინარე წლის მაისში რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის მიზნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში „რეფერენდუმები“ სავარაუდოდ 14 და 15 მაისს არის დაგეგმილი.

რუსეთს სურს ანექსია განახორციელოს დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ჟურნალისტების წყაროებმა განმარტეს, რომ „რეფერენდუმის“ მოწყობა აპრილის ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ ეს გეგმები დონბასში რუსული ჯარების შეტევის წარუმატებლობამ ჩაშალა.

ამასთან, ამ ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ანექსიას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეს, სავარაუდოდ, „უმაღლესი ხელმძღვანელობის“, ანუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი სურვილია.