მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე შახტში ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე შახტში ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ლუგანსკის ოლქში ქვანახშირის შახტის სატრანსპორტო კაბინის ბაგირის გაწყვეტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ცხრა მაღაროელი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქს უკრაინა“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში 25 ადამიანი იმყოფებოდა.

ავარია ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერვონოპარტიზანკსში მოხდა.

კაბინაში მყოფი დანარჩენი მაღაროების მდგომარეობა უცნობია.