მედიის ცნობით, ლონდონში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდამჭერ აქციაზე 117 ადამიანი დააკავეს

10:32, 31.07.2026

ლონდონში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდამჭერ აქციაზე 117 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.

დემონსტრანტები ლონდონის სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მე გენოციდს ვეწინააღმდეგები, მე Palestine Action-ს ვუჭერ მხარს“.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობას ბრალად ედება აკრძალული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ან მხარდაჭერა 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ორგანიზაციის აკრძალვის შემდეგ მხოლოდ Palestine Action-ის მხარდამჭერი პლაკატების ტარებისთვის 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში მას შემდეგ აკრძალა, რაც ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. როგორც მედია წერს, აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

მსგავსი