სამმა ქვეყანამ ალექსანდრ ვუჩიჩსა და რობერტ ფიცოს თავიანთი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

01:37, 07.05.2025

ლიეტუვამ და ლატვიამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს თავიანთი ქვეყნების საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს.

სერბული გაზეთის, Novosti-ს ცნობით, ლიეტუვამ და ლატვიამ უარი განაცხადეს ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვაზე. სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვისკენ მიემართებოდა.

გაზეთი ასევე იუწყება, რომ მანამდე პოლონეთმა და ლიეტუვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს აუკრძალეს თავიანთ საჰაერო სივრცეში ფრენა.​​​​​​​​​​​​​​

მსგავსი