მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს
მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს

ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში პალესტინის და ირანის დროშები უჭირავთ. სამართალდამცავებმა იმ აქტივისტების წინააღმდეგ, ვინც საელჩოში შეჭრას ცდილობდა, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ამასთან, ისრაელის მედია ავრცელებს ცნობას, რომ იორდანიაში ასევე იმართება პალესტინელების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ ისრაელის საელჩოში შეჭრას.

„თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ იორდანიის დედაქალაქ, ამანში, აქციები გუშინ ღამეც გაიმართა, რა დროსაც აქტივისტები ისრაელის საელჩოში შეჭრას შეეცადნენ. საპასუხოდ, პოლიციამ ძალა გამოიყენა.