მედიის ცნობით, კუბაში ენერგეტიკული ქსელი გაითიშა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყვეტილია
კუბის ენერგეტიკული ქსელი გაითიშა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ სოციალურ ქსელში განაცხადა.
შედეგად, დაახლოებით 9-მილიონიან ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყვეტილია.
„როიტერი“ წერს, რომ კუბის ენერგოსისტემა, რომელიც უკვე მოძველებულია, დიდი ხანია, სერიოზული სირთულეების წინაშე დგას.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტიცაა. ასევე აშშ-ის ნავთობზე ემბარგო აქვს დაწესებული. მედიის ცნობითვე, ამ ფაქტორებმა ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.