მედიის ცნობით, კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს
მედიის ცნობით, კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს

კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.

გავრცელებული ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთით, მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახლად არჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ.

ნატო-ს ძალების იტალიური განყოფილების წევრები ბოსნიაკ მაჰალის შესასვლელთან იმყოფებიან. პოლონური კონტინგენტის დიდი ნაწილი ასევე იმყოფება ზვეჩანის მუნიციპალიტეტის მახლობლად, რომლებიც მუნიციპალიტეტის შენობის გარშემო „უსაფრთხოების“ პირველ რგოლს ქმნიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბული ვითარებაა ლეპოსავიჩში, სადაც სერბები მუნიციპალიტეტის შენობის წინ არიან შეკრებილი, ნატო-ს ძალები კი ლეპოსავიჩის ცენტრში არიან განლაგებული.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ზუბინ პოტოკის მუნიციპალიტეტის ალბანელმა მერმა, იზმირ ზეჩირიმ განაცხადა, რომ კოსოვოში ამერიკის ელჩთან, ჯეფრი ჰოვენიერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, წავა თუ არა მუნიციპალიტეტში თავის ოფისში სამუშაოდ. პარლელურად, კოსოვოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა და აღნიშნა, რომ კოსოვოს ლიდერის, ალბინ კურტის ქმედებების გამო დიდი კონფლიქტის რისკი არსებობს.

27 მაისს სერბეთმა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განალაგა კოსოვოს საზღვართან.