მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმა იყო
მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმა იყო

უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

როგორც ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება, აფეთქება უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში გაისმა. ადგილზე უკვე გაგზავნილია საგანაგებო სიტუაციების სამსახურები.

კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავშესაფრებში დარჩნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის დედაქალაქზე იერიში კამიკაძე დრონებით მიიტანეს. როგორც ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელგრამში“ წერს, უკრაინას სჭირდება მეტი ანტისარაკეტო სისტემა, რათა საჰაერო სივრცე დაიცვას.