მედიის ცნობით, ხერსონში, მდინარე დნეპრში უკრაინელმა სამხედროებმა შეიარაღებით დატვირთული რუსული ბარჟა ჩაძირეს, რომელზეც სამხედროები იმყოფებოდნენ

09:15, 20.09.2022
OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა-კახოვკასთან, მდინარე დნეპრში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბარჟა ჩაძირეს, რომელზეც სამხედროები იმყოფებოდნენ და ასევე, ტექნიკა და შეიარაღება იყო განთავსებული.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

„ნოვო-კახოვკისა და კაზაცკის რაიონში, დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობებს წარმატება არ ჰქონია. შეიარაღებით, ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით დატვირთული ბარჟა ცეცხლის ქვეშ მოჰყვა და ოკუპანტების წყალქვეშა ფლოტს შეურთდა“, – აღნიშნულია ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებაში.

მსგავსი