მედიის ცნობით, კატარი „ჰამასთან“ მძევლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს
მედიის ცნობით, კატარი „ჰამასთან“ მძევლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

კატარი „ჰამასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ მძევლებთან დაკავშირებით, რომლებიც მებრძოლთა ჯგუფს ღაზის ტერიტორიაზე ჰყავს. კატართან კოორდინაციაში კი აშშ იმყოფება, რადგან კატარი ასრულებს შუამავლის როლს „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ „სიენენს“ ამერიკის ოფიციალური პირებიდან წყარომ განუცხადა.

როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კატარის პრემიერ-მინისტრი კვირის ბოლოს „ჰამასის“ ლიდერებს შეხვდება.

7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.