მედიის ცნობით, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს
მედიის ცნობით, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს

მედიის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს.

ბორელის თქმით, ახლა მთავარია, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რასაც, მისი შეფასებით, ეფექტი აქვს.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა პირველად გამოიყენა თავისი სახსრები იარაღის შესაძენად და საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის მისაწოდებლად.

„ამერიკის შეერთებული შტატების წვლილთან ერთად, ეს არის ის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას დაეცვა თავი“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში კრემლის მხრიდან ყალბი რეფერენდუმების გამართვაზეც და აღნიშნა, რომ არავინ აღიარებს ამ ტერიტორიების ანექსიას. მისი თქმით, უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა თითქმის შეუძლებელს ხდის ომის დასრულებას.