მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ 15-16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, 15-16 ივნისს, ბაიდენის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის ფარგლებში, პუტინთან შეხვედრის ადგილად ქალაქი ჟენევა განისაზღვრა“, – აღნიშნავს „სიენენი“.