მედიის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ სარაკეტო იერიშის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ ავივის მიმართულებით ათეულობით ფრენა გააუქმეს

00:01, 08.10.2023

ისრაელზე „ჰამასის“ სარაკეტო იერიშის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ ავივის მიმართულებით ათეულობით ფრენა გააუქმეს. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

ავიაკომპანიებს შორის არიან: American Airlines, Air France, Lufthansa, Emirates, Ryanair და Aegan Airlines.

Air France-მა განაცხადა, რომ შეაჩერა თელ ავივის მიმართულებით ფრენები „შემდეგ შეტყობინებამდე“.

პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა განაცხადა, რომ მან ასევე გააუქმა ფრენები თელ ავივის მიმართულებით.

მსგავსი