მედიის ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა

21:46, 12.05.2026

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ნასერ ალ-დინმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, 17 აპრილს ძალაში შესული შეთანხმების შემდეგ ლიბანში 1 122 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, ისრაელი მიზანმიმართულად ესხმის თავს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან, საერთო ჯამში, სულ მცირე, 2 882 ადამიანი დაიღუპა, 8 768 კი დაშავდა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს და ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

მსგავსი