მედიის ცნობით, ისრაელმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელა
მედიის ცნობით, ისრაელმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელა

ქალაქ პალმირას სამხრეთით ისრაელის ავიაციამ ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ერთი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ სირიის მედია იუწყება.

მედიის ცნობით, ავადარტყმები სირიის, იორდანიისა და ერაყის საზღვარზე განხორციელდა. დარტყმების შედეგად განადგურებულია საკომუნიკაციო კოშკი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

გასული რამდენიმე დღის ინტერვალში ისრაელმა უკვე მეორედ განახორციელა ავიადარტყმები სირიაში. რამდენიმე დღის წინ ისრაელის ავიაციის მიერ პალმირასთან მდებარე „ტ-4“ ავიაბაზაზე დარტყმების შედეგად ექვსი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის მთავრობა საკუთარ საზღვართან ახლოს ირანის გაძლიერებას ეწინააღმდეგება და ხშირად ახორციელებს დარტყმებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ობიექტებზე.