მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ ჯაბალიაზე ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე განხორციელდა. შედეგად, ერთი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა.

სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისრაელის დარტყმამ სამსართულიანი შენობა გაანადგურა, მიმდებარე შენობებში კი 30 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ჯაბალიაში მდებარე ტერიტორიას დაარტყეს, სადაც „ტერორისტები მოქმედებდნენ“.

„ეს ტერორისტები საფრთხეს უქმნიდნენ ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომლებიც მოქმედებენ რაიონში. დეტალები განხილვის პროცესშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაახლოებით 43 500 პალესტინელი დაიღუპა.