მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ლიბანის ბაალბეკ-ჰერმელის პროვინციის გუბერნატორმა, ბაჩირ ხოდრმა განაცხადა, რომ თავდასხმა ბაალბეკის რეგიონზე განხორციელდა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ლიბანში 3583 ადამიანია დაღუპული.