მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფაჰი, სადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში 100 ადამიანი დაიღუპა და 132 დაშავდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტს მიმართა, არ იმოქმედოს რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე.