მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავს იქამდე, ვიდრე მეორე მხარეც იცავს
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავს იქამდე, ვიდრე მეორე მხარეც იცავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

დიალოგისას ისრაელ კაცმა კოლეგას განუცხადა, რომ „ისრაელი ზავს დაიცავს იქამდე, ვიდრე მეორე მხარეც ამას აკეთებს“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპის „თამამი გადაწყვეტილებისთვის, რომ ისრაელთან ერთად იმოქმედოს ირანის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ“.

როგორც ისრაელ კაცი განმარტავს, პიტ ჰეგსეთმა „ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეაქო მიღწეული ისტორიული წარმატებებისთვის“.