მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ბლოკავს
მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ბლოკავს

ისრაელის ახალ დასახლებებზე, დასავლეთ ნაპირზე თავდასხმებზე და იერუსალიმიდან იძულებით გამოსახლებებზე კრიტიკული განცხადებების გამო, ისრაელი ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ბლოკავს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, თავიდან აირიდოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი.

ისრაელის მედია წერს, რომ ბორელმა ისრაელში და პალესტინის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სტუმრობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ისრაელის საგარეო უწყება ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ბორელმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, რომელმაც მოიწვია სპეციალური სხდომა „ისრაელში დემოკრატიის გაუარესებისა და ოკუპირებული ტერიტორიების შედეგების შესახებ“. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა ევროპარლამენტის გეგმები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ჩარევა ისრაელის საშინაო პოლიტიკაში.