მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმას ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

19:49, 04.01.2025
Palestinians gather at the site of Israeli strikes on houses and residential buildings, amid the ongoing Israel-Hamas conflict, in Beit Lahiya, in the northern Gaza Strip October 20, 2024. REUTERS/Abdul Karim Farid

ისრაელის დარტყმას ქალაქ ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 65-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა თქმით, დარტყმა საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა, სადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით. დოჰაში გაემგზავრნენ ისრაელის წარმომადგენლები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოძრაობა „ჰამასს“ მოუწოდებს, შეთანხმებას დათანხმდეს.

მსგავსი