მედიის ცნობით, ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
მედიის ცნობით, ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ Timesofisrael-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის ჩრდილოეთით უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, სირიიდან გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებია.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელზე რამდენჯერმე განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ერაყიდან და სირიიდან.