მედიის ცნობით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში ცხრა ჯარისკაცი დაკარგა
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში ცხრა ჯარისკაცი დაკარგა. თავდაპირველად, 8 იანვარს არაბულ ანკლავში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ოთხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, დღეს კი ისრაელის მედიამ კიდევ ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ დაწერა.
მსხვერპლთა უმრავლესობა სამხედრო ინჟინრები იყვნენ, რომლებიც ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი მძლავრი აფეთქების დროს დაიღუპნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასთან“ ბრძოლას ისრაელის არმიის 185 ჯარისკაცი ემსხვერპლა.