მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, თავიდან აიცილონ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა
მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, თავიდან აიცილონ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, თავიდან აიცილონ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა.

ამის შესახებ მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ომის გამო, შესაძლოა, გაღრმავდეს მოქალაქეებში უკმაყოფილება და ამან ირანის დაშლაც კი გამოიწვიოს.

როგორც მედია წერს, წყარომ განაცხადა, რომ ხამენეის პრეზიდენტის ნათქვამზე კომენტარი არ გაუკეთებია.