მედიის ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
თელ ავივის სამხრეთით, რიშონ ლეციონში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, კვლავ რჩებოდნენ ადამიანები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამასთან, ერთი ადამიანი დაიღუპა თელ ავივთან ახლოს, რამათ განში, დაახლოებით 40 კი დაშავდა.
პარალელურად, ირანში ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები, 320-ზე მეტი კი დაშავდა.