მედიის ცნობით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

ამასთან, როგორც ისრაელის მედია იუწყება, „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 1 100 ადამიანი.

მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.