მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდება
მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა კვირის ბოლოს სავარაუდოდ კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის ევროპაში შეხვდება, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ანონიმური წყარი აცხადებს, შეხვედრა იქამდე იყო დაგეგმილი, ვიდრე ისრაელის არმია შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნიდა ცეცხლს, თუმცა ამ შემთხვევამ პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.

შეხვედრის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.